ეკონომისტი ირაკლი ლატარია ივანიშვილის ფინანსისტის, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ანონსს ეხმაურება:
,,ერთ დილას გირეკავენ და გნიშნავენ ისეთ ადგილას, სადაც ხელფასი იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე ეს აქვს საშუალო შემოსავლიან 50 ოჯახს ერთად აღებულს.
იწყებ ცხოვრებას – როგორ?
ყოველი თვის ბოლოს ანგარიშზე გაქვს 100 ათასი ლარი (ოფიციალური შემოსავლები), გყავს საუკეთესო მანქანა (ეგეც ოფისმა გიყიდა), დადიხარ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მივლინებაში (ოფისი გიფინანსებს), შენს ოჯახს ასვენებ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტებზე, ყოველ კვირას გაქვს შეხვედრები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ითვლებიან მსოფლიოში ერთ ერთ გამორჩეულ ეკონომისტებად, ფინანსიტებად, იურისტებად და ა.შ..
ეს არის შენი ის ცხოვრება, რომელსაც ოცბების დონეზეც კი ვერ იოცნებებდი, მაგრამ შენ ეს ცხოვრება ივანიშვილმა მოგცა და ეს ყველაფერი ერთადერთი რამის სანაცვლოდ: უნდა ყოფილიყავი ზე_პატიოსანი ფულთან მიმართებაში, არ უნდა წაგცდენოდა ხელი არსად / არაფერში .. შენ, არ გაკლდა არაფერი და ამის სანაცვლოდ, არ უნდა დაგეკლო ფონდის განვითარებისათვის არაფერი… შენ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ ფონდიდან ისე უნდა გაგენაწილებინა თანხები, რომ პროექტები უნდა ყოფილიყო პატარა შენიშვნის გარეშეც კი..
და შენ რა ქენი ამის სანაცვლოდ?.. იღორე, არ გეყო ეს ყველაფერი და დაიწყა მოპარვა, დაიწყე იმის მითვისება რაც შენი არ იყო და როგორც კი ამის გამო პასუხი მოგთხოვეს ყველაზე გულის ამრევი რამ გაააკეთე -დაიწყე დაბრალება და ცილისწამება იმ ადამიანზე, რომელმაც მოგცა ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი
დაუჯექი პირისპირ მელაძეს და დაიწყე იმ ადამიანზე უაზრო ტყუილების დაბრალებები, რომელსაც წესით (შენ რომ კაცობის რამე გაგაჩნდეს) ყოველ დილა / საღამოს მადლობებსა და ბოდიშებს უნდა უგზავნიდე, მაგრამ ღორისა და უნახავი ადამიანისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს /არაფერი.
დანაშაულს როდესაც ჩაიდენ ადამიანი, მაგაზე პასუხი უნდა აგო კანონის წინაშე, მაგრამ როდესაც მორალურ ნორმებსაც კი უღალატებ – მაგ დროს კანონი უძლურია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიანია ჩვენი, ადამიანური ფაქტორები და ჩვენი შეფასებები….
იმედია ოდესმე მიხვდება ერთ რამეს ბაჩიაშვილი, რომ / ვინც ჩაგაცმევს, იმისი გახდის მცდელობა იმაზე დიდი დანაშაულია, ვიდრე სისხლის სამართლის ნებისმიერი მუხლი.
წერტილი”
კომენტარები