მსახიობი, იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“Al Pacinoს ამ საღამოს Y92 კულტურის ცენტრში ესაუბრა დავიდ ბერნსტეინი, ცნობილი ფილანტროპი და Y92 კულტურის ცენტრის თანადამფუძნებელი.
ალ პაჩინო 25 აპრილს გახდება 83 წლის.
როდის გაიგეთ, რომ კარგი მსახიობი ხართ-ეკითხება დავიდ რუბრნსტაინი.
პაჩინო პასუხობს- წინა ხუთშაბათს.
The Godfather-ში პარამაუნტს მე არ ვუნდოდიო. მე ვუნდოდი ფრენსის კოპპოლას. პარამაუნტს არც მარლონ ბრანდო უნდოდაო, მარლონი იყო ყოველთვის პრობლემა. ნათლიმამაში რომ
დამიძახა კასტინგზე კოპპოლამ, ბებიას დავურეკე-დედა არ მყავდა, მამაჩემი არასოდეს იყო
ახლოს და ბებიამ- ოკეი, ნათლიმამაში ითამაშებო, ოკეი- რეაქცია არ ჰქონიაო. დავდე ტელეფონი და 2 წუთში გადმომირეკა ბებიამ- ნათლიმამა? კორლეონეზე? შენ იცი, რომ ბაბუაშენი კორლეონეში დაიბადაო? ეს იყო საოცრება, ამ ფილმთან დაკავშირებით.
ნათლიმამას კასტინგი ჩავაფლავეო- ნუ გამოფენის სცენა იყო და როგორ უნდა გამომეხატა მაიკლის ხასიათის განვითარება, არ ვიცოდიო, ეს გადასვლა, როგორ უნდა გამეკეთებინა. კოპოლას უარი უთხრეს ჩემს აყვანაზე. გამიშვა და დიდ ეკრანზე მაყურებინა ჩემი სინჯები, რომ მენახა. რა უნდა მენახა, უღიმღამო
სცენა იყო… მეორე სინჯის შემდეგ ამიყვანეს- ამიყვანდნენ, აბა რა, უნდა მომეკლა კაცი სინჯებზე და კარგად მოვკალიო..)))
The Godfather (ნათლიმამა) პირველი ნაწილის შემდეგ მე და დაიან კიტონმა დავლიეთ, არ ვიცოდით, ფილმი როგორი გამოვიდოდაო. რა მქონდა იქამდე გაკეთებული? ერთი ფილმი (the panic in the needle park) არავიდ რომ არ აქვს ნანახი და ბროდვეიზე ერთი სპექტაკლი (რომელშიც Tony აიღო)
The Heat-ში მე კადრშიც კოკაინზე ვიყავიო..
და რობერტ დე ნიროზე იგივე თქვა, რასაც რიბერტ დე ნიროსგან გამიგია მასზე: ის ყოველთვის იმ როლებს იღებდა, მე რომ მინდოდაო..
როგორი იყო the Heatში დე ნიროსთან მუშაობა? ყოველთვის გინდა, კარგი მსახიობი გყავდეს გვერდით ფილმში, გესმით ერთმანეთის.
არის მსახიობი ქალი, ვისთანაც გინდოდათ მუშაობა და არ გიმუშავიათ?
-ყველასთან ვიმუშავეო
48 ფილმში გითამაშიათო. ცოტა არ არის?
მე რაც არ მომწონს, იმ როლს არ ვიღებდი.
Star Warზე უარი ვთქვიო..
ბევრჯერ უსახლკაროც ყოფილა- ბინა არ ჰქონდა ბრონქსში ცხოვრობდა ბავშვობაში და ჰარლემში, დაიბადა მანჰეტენზე. ლოს ანჯელესი არ მიყვარდა, მაგრამ ჩემი შვილები ახლა იქ ცხოვრობენ და მეც ახლა უფრო მომწონსო…
Scarface ფილმზე თქვა: ცხოვრებაზე დიდი ფილმია (bigger than life)
ლი სტრასბერგზე მოყვა: ლი ამბობდა სულ: ტროტუარზე ცემენტის ‘ლატკა’ რომ
არის, მოტეხილი გვერდებით, მის ბზარებში რომ
ერთი ბალახი
ამოვა, ის არის ნიჭი..
ლი სტრასბერგის თამაშზე რას იტყვითო ნათლიმამაში, თვითონ არ დაგცინათო? არა ის ყოველთვის ძალიან პატივისცემით გვექცეოდა..სტუდიაში ხომ ყველა მოდიოდა მაშინ, მარლონ ბრანდო, ჯეიმდ დინი…
და ბოლოს, რაც არის სიახლე ყველასთვის, ვინც არ იცის- მეფე ლირში ითამაშებს.
ბედნიერი დაბადების დღე ვუსურვოთ ალ
პაჩინოს და კიდევ 2 ფილმი გვაჩუქეო, ბერნსტეინმა, 50 ფილმი უნდა შეასრულოო..
lucky me to be there
პს Scent of a Woman ოსკარზე ნომინირებული რომ ვიყავი, მითხრეს, უნდა მიხვიდეო, შენ მოგცემენო- იქამდე 7 ჯერ იყო ნომინირებული. და ხომ იცით, არის განწყობა, რომ
იცი, იმ დღეს ოსკარს აიღებ თუ არ აიღებ. და მეც ამ განწყობით, რომ მითხრეს, შენ უნდა აიღოო, მივედი. სიტყვა მზადებული არ ჰქონდა, უბრალოდ თქვა-you broke my streak და ამოვაგდე, რა ზუსტად ახსოვს https://youtu.be/p0vE7pR5gg8“
კომენტარები