პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სიცრუეა, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე 18 მარტს, კლინიკაში შეყვანის დროს, 19:45 საათზე, გარდაცვლილი იყო.
ლევან რატიანი:
“ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. [….] ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, 19:45 წუთზე ჩვენ კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. გასინჯულ იყო შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემი და ქალბატონი ქეთის მიერ.
სიკვდილი დგება, როცა გული ჩერდება და კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს გულისცემა ჰქონდა და არტერიული წნევა შენარჩუნებული პრეპარატების მეგადოზებით. შეუქცევადმა პროცესმა რამოდენიმე საათში გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.
მეგი ბაქრაძესთვის ჩატარებულ არცერთ კვლევაში ანემია არ დადასტურა და არც კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.”
შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის ოჯახს გაუჩნდა ეჭვი, რომ 27 წლის ექთანი ახალციხის კლინიკაშივე გარდაიცვალა!
კომენტარები