დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში, სოფო კილაძეზე წერს:
“რას დაამსგავსა საუკეთესო კომიტეტი ( ასე აღიარებდნენ ობიექტური ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წინა პარლამენტში) კილაძემ .
წარმოდგენა არა აქვს რა არის ადამიანის უფლებები ამ რეპრესიული აზროვნების პოლიციიდან მოსულ ადამიანს.
ეს კომიტეტი იყო ყველა სიახლის და ინოვაციის ავტორი, საუკეთესო პარტნიორი დონორების და ერთგული მეოხი უამრავი დაზარალებულის .
50 ათასზე მეტი საჩივარი და განცხადება გვაქვს შესწავლილი წინა პარლამენტში მე და იმ აპარატს.
გაბედული და პროგრესული ინიციატივებით გავაძლიერეთ პარლამენტი.
ოცნებას თუ რამე კარგი აქვს გაკეთებული იმ კომიტეტში ვაკეთე 4 წელი და სწორედ ამას ანგრევს ახლა ეს უცოდინარი კილაძე.
დღეს ამ კომიტეტის თავ -რეს სირცხვილის დერეფნებში ატარებენ სწორედ კილაძის უვიცობის და უპასუხისმგებლობის გამო.
ყოფილი თანამშრომელი დისკრიმინაციის გამო სასამართლოში უჩივის .
დღეს კილაძეს არც ბაღდათის ტრაგედია, არც პატიმრების ბედი, არც ბავშვების შიმშილი არ აწუხებს, ეს არის ზარდიაშვილი კაბაში და მისი ფსიქოტიპი…
ოცნებობს მე მნახოს ციხეში))) და ნაც მოძრაობას გადაასწრო ცილისწამებაში, უკადრებელი იკადრა .
საშინელებაა რას დაამსგავსეს ეს პარტია ასეთმა მედროვეებმა…
პ.ს . მე კი როგორც არც ერთი საქმე არ მიმიტოვებია შუა გზაზე , ამასაც ბოლომდე მივიყვან და ფინალსაც ერთად ვნახავთ…”
კომენტარები