შს მინისტრი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში შოვზე საუბრობს, ამბობს, რომ გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი იმიტომ ჩამოვარდა, რომ პილოტებმა საკუთარი სიცოცხლე გარისკეს.
ვახტანგ გომელაური:
რატომ არ მოხდა იმავე ღამეს სტიქიას გადარჩენილი ადამიანების გამოყვანა? – ეს ასჯერ ავხსენი, ვერ გაიგეთ, ალბათ, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ შსს–ს ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის აპარატებით, რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, როცა სტიქიას გადარჩენილი ადამიანები იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით მათი გამოყვანა, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნაში ჩართული პირების სიცოცხლეს. სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვახსოვს ტრაგიკული გამოცდილება, როცა პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე გუდაურში და როგორ დასრულდა, გვახსოვს.
კომენტარები