საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა:
“საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმა ასეთ გაგაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარი უნდა გააკეთოს. ჩემთვის შეუძლებელია ამაზე სპეკულირება და სერიოზული კომენტარის გაკეთება. მსგავსი სიყალბით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. უკვე დადასტურდა, რომ ზოგიერთ ძალებს ომის დაწყება სურთ და მსგავს თემებზე სწორედ ამიტომ აპელირებენ.თქვენს მიერ ხსენებული რუსი ოლიგარქი აქეთ ურეკავს ჟურნალისტებს ეს არის ზღაპარი. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, რამე მოხდა დანაშაული? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, მომმართა, რომ არსებობდა ბიზნესშემოთავაზებები და გადავამისამართე შესაბამის პირებთან. ეხლა მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვა ამ სკანდალის ავტორებს: რაიმე შედეგი და გაგრძელება დადგა?…ხიდაშელის და ამ ბიზნესმენის შეხვედრებს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია.
რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა გამწარებული და სასოწარკვეთილები, ცდილობენ მსგავსი სიყალბით საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე მეტს არაფერს ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელია. საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე არ გავაკეთებ კომენტარს.”
კომენტარები