განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი:
“მათთვის ვინც ამბობს რომ რა არის ასეთი ეს პორტფოლიო,რომ ვერ შექმნა??? ანუ პორტფოლიოს მომხრეების საყურადღებოდ!
განვიხილავ რამდენიმე კომპეტენციას:
1. “შეუძლია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვაგანხორციელების პროცესში”.
2.”იცნობს საერთაშორისო პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას ნერგავს სკოლის დონეზე და მიღებულ გამოცდილებას აზიარებს რეგიონული/ეროვნული მასშტაბით”;
3. “აპლიკანტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში გათვალისწინებულია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება;
აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინების სარგებელს მიზნის მიღწევის პროცესში.
აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, დამყარებულია მიზნობრივი პარტნიორული ურთიერთობები გარე ინსტიტუციებთან. აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას”.
4. “აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის საერთაშორისო, თანამედროვე, ინოვაციური და სანდო”.
5. “აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა.”
6. ” აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას და რეგიონული/ეროვნული მასშტაბით გაზიარებას”…
აბა დამისაბუთეთ ეს და მრავალი ასეთი კომპეტენცია რაში ჭირდება მასწავლებელს და ვისი ფუნქციებია სინამდვილეში???
მასწავლებლის სახლისა ხომ არა???
თუ კიდევ არ მეთანხმებით- დადეთ ამ კომპეტენციების დამადასტურებელი თქვენივე აქტივობები…..”
კომენტარები