რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, იმ რუსების ნახევარზე მეტი, ვინც ქვეყანა 2022 წლის თებერვლის შემდეგ დატოვა, რუსეთში დაბრუნდნენ და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.
“ჩვენი გამოთვლებით, მათი 50% ვინც ქვეყანა დატოვა, უკვე დაბრუნდა. ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ სხვა ადგილას იცხოვროს – ნება მათია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესი უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური, რადგან ეს იქნება დამატებითი კავშირის ელემენტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვავითარებთ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კონტაქტებს,” – თქვა პუტინმა.
კომენტარები