პატარა თუთა ცქიტიშვილს ალბათ მთელი საქართველო იცნობს. თითქმის ორი წელია უამრავმა ადამიანმა თავისი წვლილიც შეიტანა იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც თუთას დაავადების დამარცხებისკენ იყო მიმართული.
თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
პატარას სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის მთელი საქართველო გაერთიანდა. თუთა დედასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
როგორც თუთას დედა ნატუკა ბერიშვილი წერს, თუთამ დაცვითი ქიმიოთერაპიისკურსიც დაასრულა და უკვე სრულიად ჯანმრთელია:
„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ.
თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა, რომ გვერდში გვედექით, მადლობა, რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!“
კომენტარები