ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების ამ აღტყინებას უჭერს მხარს, კი არის ღირსი, ერთ დღეს, როდესაც ისეთი დახმარება დასჭირდება, რისი შესაძლებლიბაც არ აქვს, ან როცა სახელმწიფო სექტორზე უკმაყოფილო დარჩება ან როდესაც ხელისუფლების ინტერესი მის წინააღმდეგ წავა… დარჩეს მართლა ანტისახელისუფლებო მედიის და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გარეშე, კაციშვილი რომ მის ინტერესს არ დაიცავს, მერე კი მოითხოვს, მაგრამ სახელმწიფოში მარტოდ დარჩენილის გვერდით ვეღარავინ იქნება.
და ეს დღეც მალე დაუდგება, ვიდრე ჰგონია, ბევრად მალე, თუ მისცემს ხელისუფლებას შესაძლებლობას ყველა ოპონენტი გაანადგუროს.“
კომენტარები