პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში გია მაისაშვილის სიტყვებს იხსენებს:
,,გია მაისაშვილის გახსენება. ეს მისი სიტყვებია. მოიხსენოს უფალმა მისი სული თავის მარადიულ სასუფეველში
“ნიჭიერს ჭირდება ამ ქვეყნად დახმარება, თორემ უნიჭოს და უხიაგს კარები რომ დაუკეტო, ფანჯრიდან შემოძვრება, ნიჭიერსა და ღირსეულს კი კარებიც რომ გაუღო მაინც ეთაკილება შემოსვლა, ამიტომ ჭეშმარიტი ლიდერები მათ მარტო კარებს კი არ უღებენ, თავად გადიან გარეთ და თავისი ხელით შემოჰყავთ ისინი შინ. ასეა ეს. ჭეშმარიტად დიდი ლიდერის შეფასების მთავარ ფაქტორთა შორისაა თუ რამდენი სხვა ლიდერი გამოზარდა და რამდენ სხვას მისცა რეალიზების საშუალება. ასეა ეს ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემთხვევაშიც. როცა პირველი პირი მიდის და ორგანიზაცია ინგრევა, ეს იმას ნიშნავს რომ ლიდერმა არ იზრუნა ან ვერ გაზარდა ახალი ლიდერები. ეს დიდ ხალხს შეუძლია მხოლოდ, პატარას ეშინია, ” რომ გავზარდო და მე ჩამანაცვლოსო?”
კომენტარები