მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს, ეს დიდი შეცდომაა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ mshoblebi.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ყველაზე ხშირი შეცდომები კვებას უკავშირდება… მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს და ჰგონია, რომ სწორად იქცევა, რადგან ბავშვს ასე სურს. ეს დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს… როდესაც ბავშვი ვთქვათ ნამცხვარს ითხოვს, შეგვიძლია სახლში მოვუმზადოთ და ზომიერად გამოვიყენოთ შაქარი და ცხიმი. შეგვიძლია სხვა სახის ტკბილეულიც სახლში მოვუმზადოთ და ჯანსაღი შემადგენლობით. სახლში მომზადებული სხვადასხვა სახის ჩირიც ბავშვისთვის სასარგებლოა, ნაყიდი სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა”
წყარო: mshoblebi.ge
კომენტარები