სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის წერილს, რომლის მიხედვითაც, პრემიერ–მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა საკონცერტო პროგრამების განსახილველად, ეხმაურება და წერს:
“ეს ძაან მძიმედ არის
იმ ხალხს გადახედეთ სად არიან ახალა… აი, წინა ხელისუფლებას რო დასცინოდნენ, რა დროს შაკირა და ტოტო კუტუნიოებიას, რომ გაყვიროდნენ და ახალა ამაზე ტაშს რომ უკრავენ!”
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე” გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება.
კომენტარები