ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მედიასთან ამბობს:
“ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც განვითარდა შიმშილობის ფონზე და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე, არსად წასულა, ისევ ადგილზე რჩება, ეს არის წამყვანი და ძალიან საშიში სიმპტომები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიზაცა და პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, აქ უნდა იყოს მკურნალობა ჩატარებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია.
ისედაც, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადგილ ჰქონდა პაციენტის მოტყუებას, ასევე გასაჯაროებას ვითომდა კვების ფაქტების, ეს არის მისთვის სტრესული გარემო და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება იქ მკურნალობა და რეაბილიტაცია”
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 დეკემბერს იგეგმება.
კომენტარები