უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს ტელეფონით.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმაც.
“მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მარტში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
კომენტარები