პოლიტოლოგი გია ხუხაშვილმა გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განზრახვას, იმპიჩმენტის დღეს სასესიო დარბაზში შევიდნენ და “ოცნების” საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ:
“არავინ უნდა შევიდეს. ნაცების ტაქტიკა კენჭისყრასთან დაკავშირებით არის სწორი, რომ გამოდიან სხვა პარტიები და ამბობენ, შევიდეთ და ვამტკიცოთ, – დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ემსგავსება ვირეშმაკობას, ვინც შევა, ის არის პოტენციური ეჭვმიტანილი. უბრალოდ არ უნდა შევიდნენ, უნდა დატოვონ „ქართული ოცნება“ მარტო, ვინც შევა ოპოზიციიდან არის ეჭვმიტანილი გარიგებაში, ცხადზე უცხადესია.”
კომენტარები