“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიხაილ გალერს ოპოზიციის მოკავშრეს უწოდებს.
“ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები მაქსიმალურად, მაგრამ იცის ყველამ, რომ ევროპარლამენტარი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ფაქტიურად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მოკავშირე და თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მასალები რომელიც არსებობს, ის უნდა კარგად შეისწავლო, ნახო და ამის საფუძველზე უნდა შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი.
თუნდაც გახსოვთ თქვენ, ევროპარლამენტარების აქტიურობა “რუსთავი2″-თან დაკავშირებით და სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა”
ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
“ალია” – ბატონო გიორგი, გასაგებია, რომ ეს ევროპარლამენტარი ენმ-ის მოკავშირედ მიგაჩნიათ, მაგრამ უკვე 8 წელია ხელისუფლებაში ხართ და დაასახელეთ “ოცნების” მოკავშირეები ევროპარლამენტში – ან სთხოვეთ, ხელისუფლების მომხრე ევროპარლამნეტარებსაც აზრის თქმა – თუ არ გყავთ ეგეთი?
კომენტარები