პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებასა (წინა წლებში) და სოსო გოგაშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე (პროკურატურა ამტკიცებს, რომ მას უპოვეს უკანონოდ შენახული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები) საუბრისას, ამბობს:
არ გავურბივარ ამ თემაზე საუბარს, ამას ხომ ფიზიკურადაც უნდა გაუძლო, მორალურადაც… არც არაფერი მაქვს დასამალი, ეს უნდოდათ, გაჩერებისთვის – ეს იყო ამოცანა. ეს არის 11 წლის უკანდელი, წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი ჩანაწერები და გამოქვეყნებული ჩვენი ხელისუფლების დროს.
ერთ საინტერესო რამეს გეტყვი – აქამდე ეს არ მითქვამს ჯერ – გუშინ მთელი დღის განმავლობაში მეძებდნენ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაღაც წერილი უნდა ჩაგაბარონ, გეძებენო, ბავშვებმა მითხრეს, ბოლოს დამირეკეს, გამომძიებელი ვარ, რაღაც უნდა ჩაგაბაროო. ოფიუსში, ხვალ–თქო? არაო, დღესო. მეც დამაინტერესა რა იყო ასეთი სასწრაფო, ქუჩაში გადმომცეს დადგენილება, რომ დაზარალებულად ვარ უკვე მეხუთედ ცნობილი, მეხუთედ, ამ უკანონო ჩანაწერების გავრცელებაზე. არ ვიცი, ამას სახელი რა ქვია, ჯერ ვერ მოვიკითხე რა ჩანაწერია, რა ეპიზოდს ეხება და დღეს ახლა ვფიქრობ, ხომ არ მიდის ეს კვალი… აი გოგაშვილს რომ ბრალი დაუმძიმდა. ლოგიკურად ვაკავშირებ, ასე ჩქარა გადმომცეს გუშინ და დღეს გოგაშვილს ბრალი დაუმძიმეს.
პირდაპირ გეტყვით, არც არაფერია საფიქრალი, ეს ფიზიკურად ვერ იქნება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც უნდა იყოს ეს ერთი ადამიანი. ის ბოროტება, ის საშინელი ტერორი რაც მოაწყვეს, ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი ვიყავი, როცა გადაწყვიტეს, რომ მორალურად უნდა მოვკლათ ახლა ეს ადამიანი და გავაჩეროთ. იმას ვერ გააკეთებდა ერთი ადამიანი, ისეთი მასშტაბის დანაშაული იყო, კამპანიური, მრავალეპიზოდიანი, ბევრ ადამიანამდე მისასვლელი. ორგანიზებულად დაგეგმილი ამბავი იყო. ამას ვერ გააკეთებდა ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი.
კომენტარები