ეს გამოსვლა მე და ჩემ ძაღლს მოგვიძღვნა ქალბატონმა მინისტრმა, რომელშიც ინსტრუმენტი მიწოდა, ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა, მაგრამ მას რომელიც ასე დაინტერესებულია ჩემი პერსონით მინდა შევახსენო, რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტი ხანია გრძელდება და რომელშიც უპრეცედენტო რაოდენობის კინემატოგრაფისტია ჩართული, ჩემი და ჩემი კოლეგა კინოცენტრის თანამშრომლების (რომლებიც დღეს გათავისუფლებული არიან სამსახურიდან) პროტესტით დაიწყო. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ “დეი ოფსს”, დიახ მე ავიღე ჩემი კუთვნილი “დეი ოფი” ძაღლის ვეტერინართან წასვლის მიზნით (მიყვარს ჩემი ძაღლი:)), გახლდით ვეტერინართან რის შემდეგაც ვიყავი აქციაზე, რომელშიც “დეი ოფები”-ის გარეშეც ყოველთვის ვიღებ და მივიღებ მონაწილეობას. სხვათაშორის მათ ვინც თავი შეიწუხა ჩემი ძაღლის ჯიშის დადგენით მინდა ვუთხრა, რომ მინისტრი შეცდომაში შეიყვანეთ, ჩემი ძაღლის ჯიში არა პუდელი, არამედ ბიშონია:)
თეა წულუკიანი:
“ბევრი მაგალითი მაქვს მოტანილი, ერთი თანამშრომელი, რომელიც ბოიკოტს გვიცხადებს, ხელფასს კი იღებს. ჰგონიათ ხელოვანია, ამ დროს თანამშრომელია. ამბობს, რომ 20-ში დღეს გამათავისუფლეთ, “დეი ოფი” მინდაო. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ კულტურის სამინისტროში სულელი არავინ არ არის.
დეი ოფი, გამოსასვლელი დღე, არ ითვლება შვებულებაში და ეს შეიძლება ადამიანს მიეცეს, თუ დედა ან მამა გარდაეცვალა, შვილმა ფეხი მოიტეხა, ან მანქანა დაეჯახა, სამსახურში რომ მოდიოდა, მაგრამ წინასწარ დეი ოფის ინსტიტუტი არ არსებობს. თუ წინასწარ კოსმოსთან არ ხარ კავშირში, დედა გარდაგეცვლება თუ მამა, წინასწარ არ გეცოდინება, რაც უნდა თავისუფალი ხელოვანი იყო.
ხელმძღვანელმა უთხრა, რომ დაასაბუთეთ “დეი ოფის” საჭიროება, იმიტომ ვიცით, რომ აქ უნდა მოვიდეს დღეს და იყვიროს, ის ხომ ინსტრუმენტია, არ არის თანამშრომელი, ის არის ინსტრუმენტი. დასაბუთება მოიწერა, რომ პუდელი გაუხდა ავად და მიჰყავს ექიმთან.
ამიტომ ეს პუდელების კოლექტიურ ჯგუფს ვურჩევ, ნუ გადამეღობებით გზაზე. ჩვენ გვჭირდება სისტემა, ეს სისტემა ახლა ფორმირების პროცესშია, რომელიც მერე უფრო კარგად ჩაუდგება სამსახურში ქართულ თეატრს, კინოს და მწერლობას. თუ ინსტრუმენტი არ იქნება, ხელოვანსაც არ ექნება ხელშეწყობა, რაც უნდა ჰქონდეს და გაგრძელდება ის, რაც ღმერთმა გაანათლოს, დაგვიტოვა რურუამ, როდესაც სარგებლობს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი”.
კომენტარები