სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა წინამღვარმა იოანე მჭედლიშვილმა ჩააატარა. მისი თქმით, კორონავირუსის სახით კაცობრიობას განსაცდელი ღმერთმა მოუვლინა.
„ადამიანები ერთი და იმავე ნაყოფიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. ყველას აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს – რატომ ხდება ეს განსაცდელები, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ეს განსაცდელი იმისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს. ღმერთმა ინებოს, ეს განსაცდელი მალე დასრულდეს და ვიცხოვროთ კეთილად”, – ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.
მრევლი კი ამბობს, რომ ისინი ისე იმოქმედებენ, როგორი კურთხევაც ექნებათ – მათი თქმით, ტაძრებში მხოლოდ ის ხალხი არ უნდა მივიდეს, ვისაც სიმპტომები აღენიშნება.
„ვერ მივადევნებ მსახურებას სახლიდან, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ხელისუფლება გვეუბნება. ვისაც სურდო აქვს, ის ნუ მოვა. სამყარო მაინც სუნთქავს და განაგრძობს ცხოვრებას”, – ამბობენ წირვაზე დამსწრეები.
კომენტარები