ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი წერს:
“პარლამენტის 4 წევრის განცხადება არის აბსურდული და ანტისახელმწიფოებრივი. გარდა ამისა, ეს საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.
წლებია აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ არის მიმართული და რა სამწუხაროა, რომ ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც უმთავრესად კლანურ ინტერესებს ემსახურება, არის ძირითადი მიზეზი სასამართლოში არსებული პრობლემების და რეგრესის.
მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე პარლამენტის წევრების მხრიდან ამგვარი მსჯელობა ფაქტობრივად მოქმედი მოსამართლის საქმიანობის შეფასებაა, რაც სცილდება დეპუტატის უფლებამოსილებას.
გასაკვირია, მაგრამ განცხადებაში ასეთ ფრაზაც არის – “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.”
შეგახსენებთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია და ბევრი ასეთი მაღალი თანამდებობის მოსამართლე 2012 წლამდეც იყო. ისინი დღეს სასამართლოებში მაღალ პოზიციებს იკავებენ, საინტერესოა რისთვის? მათი ღირებულებების, კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის თუ 2012 წლამდე წარმატებული სამოსამართლო საქმიანობის გამო?!
პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს განცხადება არის თავდასხმა, როგორც აშშ-ის საელჩოზე, ასევე ინდივიდუალურ მოსამართლეზე.”
კომენტარები