მარიამ ბაშარული, რომლის ბიძაშვილი, ელენე ბაშარული, ავარიისას დაიღუპა, სოციალურ ქსელში, წერს:
“5 წელი და 7 თვე პატიმრობა, პლიუს 2 წელი მართვის მოწმობის აღებას ვერ შეძლებს ჩემი ელენე–ს მკვლელი…
და ის “ნაშები”? მანქანაში ვინც იჯდნენ, ვისაც აგულავებდა მუსტანგით? ვისაც ემარიაჟებოდა “სისწრაფით”, რომელმაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე მოუსწრაფა?
დაუსჯელი დარჩნენ…
უსამართლო ვარ როცა ვფიქრობ რომ მათაც მიუძღვით წვლილი ელენეს სიკვდილში?
არა არ ვარ!
ორი ახალგაზრდა გოგონა (19-20 წლისები), ჩემივე უბნელები, ვანდა და ანა, სამძიმარიც კი არ გამოუთქვამთ… ისე ამაყად დააბიჯებენ იმავე ადგილას სადაც თითქმის თავიაანთი თანატოლი მოკლეს, თითქოს სულაც არ მჯდარან იმ მანქანაში, თითქოს არ მისულან ელენეს ცხედართან და იქედან ლაჩრებივით არ გაპარულან!
გოგონებო, აუცილებლად წამოგეწევათ ის ცოდვა, რომელიც კისერზე გადევთ!
აუცილებლად!”
კომენტარები