სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
არ გაბედოთ და ხალხს საყვედური არ უთხრათ. ხალხმა იაქტიურა. ვისაც ეს აქტიურობა უნდა გამოეყენებინა, მოუმზადებელი აღმოჩნდა.
…
საქართველოში არჩევნები ჩაატარა რუსებმა. გაყალბების მაშტაბებიდან გამომდინარე, ორგანიზების მაღალი ხარისხი, კარგად დალაგებული სქემები (რომლებიც რუსეთში აქვთ აპრობირებული) და რაც მთავარია ფარულობის არაქართული სტანდარტი გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ არჩევნები თავიდან ბოლომდე ფსბ-ს მიერ არის ჩატარებული, ოცნება იყო მხოლოდ შირმა და ფასადი. ამიტომ, ყოველგვარი ბელეტრისტიკის და ლოგიკური პასაჟების გარეშე, არ ვცნობთ არჩევნებს. არ ვცნობთ, არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით.
კომენტარები