“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან” საუბრისას, ინგა გრიგოლიას კითხვას, რა გეგმა აქვს “ენმ”-ს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ახლაც თვლის, თუ არა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო, ასე პასუხობს:
-მთელი ცივილიზებული სამყარო ერთი-ერთში ადარებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოში, 2008 წელს მომხდარს, ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი ვინც იყო ბრძოლის წინა ხაზზე და უსწორდებოდა რუსეთის აგრესიას, წარმოდგინეთ რამხელა წვლილის შემტანი იქნებოდა ზოგადად ახალი ევროპის უსართხოების სისტემის ჩამოყალიბების საქმეში. 24 საათის განმავლობაში იქნებოდა საერთაშორისო მედიაში, ცოცხალი მაგალითი იმისა, რა მოხდა 2008 წელს, როგორ არ უჯერებდნენ ევროპელი პოლიტიკორი აქტორები.
მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტუილი, მისი თავისუფლების საკითხიც უნდა იყოს პრიორიტეტული, მაგრამ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლების პროგნოზირება შეუძლებელია. ნუ ვიტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მე მას პატიმრად არ აღვიქვამ, ის არის კლასიკური ტყვე. როდესაც იცი, ერთი ადამიანის ხუშტურზეა, იქნები, თუ არ იქნები… სატელეფონო ზარიც ვერ ხორციელდება.. მე ხომ ვიყავი ციხეში, ხომ გირეკავდით? იმავე ციხეში ვიჯექი, მქონდა ამის უფლება, მას არ მისცეს ამის უფლება.
მას რომ ჰქონდეს თავისუფალი სასამართლოს უფლება, დაველოდებოდით სასამართლო პროცესს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ სასამართლო არ არის დააოუკიდებელი. ჩვენი ბრძოლით უნდა მოვახერხოთ რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვადა მისი ტყვეობაში ყოფნის. რომ გითხრათ, მომდევნო სამშაბათს, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება ტყვედ – ეს სერიოზული ხომ არ იქნება?
ცხონებული, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, აკეთებდა თავის საქმეს, ლექსო ლაშქარავას მკვლელის დასჯა ხომ მთელი “ტვ პირველის” სურვილია? ამიტომაც გახვედით ქუჩაში, ხო? ახლაც, აქ რომ ხართ, ეს ბრძოლა ხომ არ შეგიწყვეტიათ? ამ ბრძოლაში ვართ, არ გადაგვიხვევია.
გვექნება პოლიტიკური საბჭო, შეხვედრები, ერთად გადავწყვიტავთ, ეს არის ის ბრძოლა, სადაც ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ნიშნისმოგებით საუბარს შევეშვათ. იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. ურთულესი ბრძოლაა…
ეს იგივეა… რამდენად არასინდისიერი ადამიანი უნდა ვიყო, გითხრათ, რომ ამდენი ხანია გავიდა… დამიფაროს ეს გავიელვო თავში მაინც… მოკლული ჟურნალისტის მკვლელი რატომ არ არის დასჯილი?
მესმის ჩასაფრებული ადამიანების პრეტენზია, რომ სააკაშვილი არის 4 თვე ციხეში და რატომ ვერ გავათავისუფლეთ, ჯერჯერობით ვერ გავათავისუფლეთ. როცა გინდა შეიცვალოს ხელისუფლება, როდესაც შენ ეს გინდა, “ძალა ერთობაშია” იცი…
და არამგონია ზელენსკის პარტია ეჩხუბებოდეს, რატომ ვერ კლავ რუს ჯარისკაცებსო…
შარშან ამ დროს, მოვხდი რუსთავის ციხეში, შეგნებულად გავადგი ის ნაბიჯი და იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ რომ ეთქვა ჩემ მეგობარს, თანამებრძოლს, მიდი, წადი ციხეში, მე მას მეგობრად ვეღარ ჩავთვლიდი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და არ შეიძლება წაახალისო. თქვენ რომ გეთქვათ, მოდი, ნიკა, წადი ციხეში, ეჭვი შემეპარებოდა თქვენში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე არ უნდა გამეკეთებია და იგივეს გავაკეთებდი.
კომენტარები