საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის სტატუსს ეხმაურება და წერს:
“ეს იმ სერიიდან არის, ვაშლიჯვრის ფერდი რომ უნდა დაიძრას და დიდუბეში ჩავიდეს?
ხალხის დაპანიკება, დეზინფორმაციის გავრცელება და აპოკალიფსის დახატვა ამ ქალბატონის ჰობია.
შემიძლია გითხრათ, რომ გელოვანი- მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, არავითარი საფრთხე არ არსებობს.
ეს ქალბატონმა თეამაც კარგად იცის, თუმცა, მაინც აკეთებს ყველაფერს, რომ გურიაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ხალხი კიდევ უფრო დაზაფროს. ნარატივი კარგად ნაცნობია!”

კომენტარები