“სამომავლოდ თურქეთს მორალური უფლება აქვს, ჩაერიოს სამშვიდობო პროცესებში, რომელიც საქართველოში გაყინულ, დაკონსერვებულ 30-წლიან კონფლიქტებს, ასევე, უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ქართულ მედიას სერიოზული თემებისთვის არ სცალია, აშუქებს მორიგ ცანცარს, რომელიც ჩვენთვის დამახასიათებელია არჩევნების დროს, არჩევნების წინ და შემდეგ. პერიოდულად მთელი ერი ვცანცარებთ 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მაშინ, როცა გლობალურად, მსოფლიოში და რეგიონშიც ჩვენ გარშემო საქართველოსა და ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის პროცესები ვითარდება.
მინდა, შევეხო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. სომხეთში მოსახლეობის უმრავლესობამ და ჟურნალისტებმა ეს სამშვიდობო აქტი კაპიტუალციად მონათლეს. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს და ვთვლით, რომ ეს არ იყო კაპიტულაცია, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა.
ვფიქრობთ, რეგიონშიც უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. რუსეთის პოლიტკურმა ხელმძღვანლობამ კავკასიაში ახალი მოთამაშის ინტერესების შემოსვლა დაუშვა და გაითვალისწინა მისი მოსაზრება. საქმე ეხება თურქეთს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ თურქეთს მორალური უფლება აქვს, ჩაერიოს სამშვიდობო პროცესებში, რომელიც საქართველოში გაყინულ, დაკონსერვებულ 30-წლიან კონფლიქტებს, ასევე, უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამის ნათელი მაგალითია ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა. ამის პროგნოზირებადი პროცესია ერდოღანის პოლიტიკური განცხადება, როცა თქვა, რომ ყირიმი ყოველთვის იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ერდოღანმა თავის დროზე, ყარაბაღის მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე ბაქოში გააკეთა განცხადება, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესებია მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად დაასახელა ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი და ყირიმი. ყირიმთან დაკავშირებით უკვე შედგა ზელენსკისთან შეხვედრა. რამდენადაც ვიცით, მონახაზები არსებობს.
ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს ყარაბაღის დათმობა ძალიან უნდოდა. თურქეთის აქტიურობამ, დასავლეთის სანქციებმა აიძულა, დაეთმო პოზიცია. მან დათმო ის, რასაც დაათმობინებდნენ.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, კარგი იქნება, თუ ცანცარს თავს დავანებებთ. საქართველოს შეუძლია, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენოს.
აზერბაიჯანი წლებია, ამისთვის ემზადებოდა. საკმაოდ კვალიფიციურად მომზადებულა, მას წინააღმდეგობა გაუწია რუსულმა იარაღმა, მაგრამ ვერ გააჩერა. ამას დაემატა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, არცერთმა ქვეყანამ სომხეთს მხარი არ დაუჭირა ამ პროცესებში.
რუსეთმა იქ სამშვიდობოები იმიტომ შეიყვანა, რომ აზერბაიჯანი არ გადავიდეს სოხეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ლაჩინის კორიდორს, 30 წელია, აზერბაიჯანი ითხოვს, რომ სამშვიდობოებმა გააკონტროლონ. რუსეთი იყო იქ. თუ ვინმე შევიდა, ესაა თურქეთი, რუსეთის ინტერესების საპირწონედ. რუსეთი კი ამას დათანხმდა. დათმო პოზიციები“
კომენტარები