გია ხუხაშვილი ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაზე:
,,ეს იყო ბიძინას პირადი ტრაგედია.მისი პარანოია ძალიან ღრმად არის როგორც ჩანს წასული. მისი ცხოვრება ახლა ყოვლისმომცველი შიშებით არის აღსავსე. მას ეშინია დასავლეთის, მას ეშინია პუტინის, რომ რამე არ შეეშალოს და არ გააღიზიანოს. ეშინია ოპოზიციის, ეშინია საზოგადოების, მედიის, ყველას და ყველაფრის. რაც მთავარია, რაც დავინახეთ ჩვენ გუშინ, ეშინია საკუთარი გუნდისიც. მან გამოზარდა ერთგვარი ურჩხული და ეშინია, რომ ამ ურჩხულმა შეიძლება ახლა თავად შეჭამოს. ის გუშინ აბსოლუტურად გაემიჯნა საკუთარ გუნდს. ანუ, ის თავს იცავს არა მარტო ჩვენგან, არამედ საკუთარი გუნდისგანაც. არ ენდობა საკუთარ გუნდს. ჩვენ კი ხშირად ვსაუბრობთ, რომ მიშაა პატიმარი, მაგრამ ბიძინა პატიმარი არ არის? დღეს ქვეყნის ორი პატიმარი ცდილობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური პროცესი წაიყვანონ. მიშა კი ბატონო, შეიძლება პალატაშია ციხის ნაცვლად, მაგრამ ეს ციხის ნაცვლად ოქროს გალიაშია შეიძლება, ოქროს გალიაც გალიაა, რა განსხვავებაა. ბიძინაც პატიმარია, ისეთივე როგორიც მიშა. მეტსაც გეტყვით, მისი პატიმრობა ბევრად უფრო მძიმეა. იმიტომ, რომ დღე არის შფოთვები და შიშები და ღამე არის კოშმარები. ეს არის მისი ცხოვრება, მეტი არაფერი. მიუხედავად მისი დანაშაულებისა, ჩვენ უნდა შევიცოდოთ, მოვეფეროთ, დავაწყნაროთ, რომ არაფერი საშინელი არ მოხდება ხელისუფლება რომ შეიცვლება, რომ მას ფიზიკურად არავინ არ ერჩის და რომ ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა შუშის კოლბაში იჯდება თუ სხვაგან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს”
კომენტარები