პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ჯორჯიან თაიმსთან” ეხმაურება პარტიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტს და ამბობს:
“ამ ვითარებაში, ეს იყო უფრო სიმბოლური ჟესტი, ამ ორგანიზაციის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში. დღეს იქ ისეთი ვითარებაა, რომ არავის არ სცალია სხვა თემებზე სასაუბროდ. გარკვეული ჟესტი იყო, ჩემის აზრით, მე არ ვიცი, რაზე იყო საუბარი, ეს იყო ჩასვლა – ჩასვლისთვის, რომ რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ აი, ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, როდესაც ყველა თქვენგან გარბის, ჩვენ ჩამოვდივართ და გესაუბრებით. თუ ამ საუბრების დროს, რაიმე ისეთი თებები იყო წამოწეული, ან რაიმე ისეთი გეგმა დაისახა, რომელიც საქართველოს ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია დღეს, მაშინ შეიძლება კიდევ უფრო გაგებით მოეკიდო.”
კომენტარები