ნეპოტიზმსა და სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი კვლავ მაღალ პოსტზე დააბრუნეს – ის, ირაკლი კობახიძის გაპრემიერებიდან მალევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაუშვეს, თუმცა, ახლა პოლიციის აკადემიის რექტორად ინიშნება. „ალია“ ლელა ჩიქოვანის შესახებ ბევრს წერდა. გთავაზობთ ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს „ალიას“ არქივიდან:
2020 წელი, ინტერვიუ „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, საფრანგეთში მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილ, დავით ნემსაძესთან:
„- „ნაცების“ დროს ლელა ჩიქოვანი სად მუშაობდა?
– თავდაცვის სამინისტროში, დავით კეზერაშვილის მინისტრობისას ადმინისტრაციაში ეკავა მაღალი პოსტი, შემდეგ ბაჩო ახალაიას მინისტრობისასაც ადმინისტრაციაში იყო. ახალაიას ყავის მომდუღებელი იყო და ამბობენ, რომ ბაჩოს ძალიან მოსწონდა მისი მოდუღებული ყავა. იზორიას დროს განიცადა წინსვლა და მინისტრის მოადგილე გახდა..
ახლა (2020 წელი) ბაჩო ახალაიას ყავის მომდუღებელი ლელა ჩიქოვანი ადგენს თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკურ დღის წესრიგს. ლელა ჩიქოვანის სიძე, ჯაბა პერანიძე თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მისი დაც იქ მუშაობს და მისი დის შვილის ნათლია, ვახტანგ მელაძე თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის ადმინისტრაციის უფროსია. ლელა ჩიქოვანის შვილმა 18 წლისამ დაიწყო ძალოვანი კარიერა – შს სამინისტროში. მერე, ირაკლი სესიაშვილმა გადაიყვანა სუს–ში, მისი შვილიც ხომ სუს–ის ანალიტიკური განყოფილების უფროსია და ისიც ბავშვი იყო, სუს–ში მუშაობა რომ დაიწყო. ოფიციალურ ბრალდებას ვდებ და თუ ამ ადამიანებს რამეში ხელი არ აქვთ გასვრილი, გაბედონ და „ალიას“ მეშვეობით დამელაპარაკონ. ჯაბა პერნიძე იყო ადამიანი, რომელიც ჯარისკაცებში აგროვებდა ფულს და მიჰქონდა ლელა ჩიქოვანთან. ეს იყო ფარული სქემა, რითიც მდიდრდებოდა ლელა ჩიქოვანი და მერე მისი შვილის სახელით, წარუმატებელი ქვეყნის 18 წლის მოქალაქე ყიდულობდა თითო წელიწადში თითო ბინას – 4 ბინას 4 წელიწადში.“
კომენტარები