წალენჯიხაში, მოსწავლეებმა, წალენჯიხის მერიას მიმართეს და სთხოვეს დახმარება, ჰყვებიან, რომ მათ “არა” –ს დაწერით ემუქრებიან და სკოლიდან გარიცხვით, თუ გაფიცვას გააგრძელებენ.
მოსწავლეების წალენჯიხის მერის პირველ მოადგილეს, ვანო ბურდულს, წარმოუდგენელ ისტორიებს უყვებიან, ისინი ამბობენ, რომ მათთან სკოლაში მივიდნენ რესურსცენტრის წარმომადგენლები და გარდა გარიცხვის მუქარისა, ისინი მოსწავლეებს უმტკიცებდნენ, რომ “ევროპა ლგბტ პროპაგანდას” აწარმოებს და ცუდია, ასევე მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, რატომ ევროპა და არა რუსეთი და სთხოვდნენ მტკიცებულებას, წყაროს, რატომ დგას დღეს საკითხი ასე – ევროპა, თუ რუსეთი. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველა მეტად, სწორედ ეს კითხვები იყო შემზარავი მათთვის. ჰყვებიან, რომ ჰკითხეს, უყურებენ, თუ არა, რა ხდება რუსთაველზე, თბილისში და მთელ საქართველოში. ვანო ბურდულს ეუბნებიან, რომ როგორც კი ამაზე დაიწყეს საუბარი, გააჩუმეს.
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული, სკოლას ესტუმრა და დირექტორს უთხრა, რომ ის, როგორც მერიის მაღალჩინოსანი, არ დაუშვებს, რომ წალენჯიხაში სკოლის მოსწავლეებზე იყოს ზეწოლა, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა.
სკოლის დირექტორმა დასვა კითხვა – რას ამბობენ, მე ვემუქრები? მე ხომ არა ვარ რესურსცენტრი? – თუმცა, იქვე თქვა, რომ არ იცის, რესურსცენტი რატომ მივიდა სკოლაში, ან რაზე ესაუბრა ბავშვებს, რადგან, ამ შეხვერაზე “ხან გადიოდა და ხან შემოდიოდა”.
ცნობისთვის, რესურსცენტის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, არც პედაგოგები იყვნენ და არც მშობლები, დირექტორის თქმით. იგი იმასაც ამბობს, რომ არ იცის, რა თემაზე სასაუბროდ მოვიდნენ. იმედია, ის მაინც იცის, ნამდვილად რესურსცენტრიდან იყვნენ, თუ არა. რატომ დაუშვა დირექტორმა, მოსწავლეები შეეკრიბა, გაურკვეველი მიზეზით, გაურკვეველ თემაზე სასაუბროდ, ისე, რომ მშობლებიც არ გააფრთხილა და ვერ გააფრთხილებდა, რადგან როგორც ამბობს, არც თავად იცის – უცნობია.
მაშინ, როცა მსგავსი ფაქტები ხდება წალენჯიხაში, სადაც, სკოლის მოსწავლეებს იმის იმედი მაინც აქვთ, რომ მერია მოუსმენს და გვერდით დაუდგება, თუნდაც, ფიზიკურად და ეცდება, მათი უფლებები დაიცვას, რთულად წარმოსადგენია, რა ხდება სხვა რეგიონებში.
ცნობისთვის, მოსწავლეების დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობდნენ დღეს ბათუმში, სადაც მშობლები ჰყვებოდნენ, რომ ბავშვებს უყვირდნენ კიდეც.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ დაე, გარიცხონ, ამბობენ, რომ რესურსცენტრიდან და სკოლიდან ზეწოლას არ დაექვემდარებიან და პროტესტს არ შეწყვეტენ.
კომენტარები