ექიმი, ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი:
“წესით ამ დილას უნდა წამოვსულიყავით ლვოვიდან, მაგრამ გუშინდელმა დაბომბვებმა და კიდევ მოლოდინმა რომ ღამეც დაიბომბებოდა გეგმები შეგვიცვალა და სასწრაფო წესით წამოვედით, აი ფილმებში რომ
ზუსტად ხუთ წუთში ჩანთებს ალაგებენ, მე ზუსტად ხუთ წუთში ორი ჩანთა ჩავალაგე , ჩე აუთი გავაკეთე და წამოვედით. დაგვეხმარნენ რომ კომენდატის საათის დროს ლვოვი დაგვეტოვებინა და წავედით შეგინის სასაზღვრო პუნქტისკენ.
გუშინდელზე ძალიან ლაითად დავწერე, რადგან თბილისიდან ისტერიკა იყო, სამჯერ ვიყავით სხვადასხვა სარდაფში, დაბომბვის ხმები ისმოდა, თან რაღაცნაირად მოიღრუბლა, ეს კვამლი და საშინელი დამწვრის სუნი იყო ლვოვში, ქალაქი წამებში დაცარიელდა და ყველა სადღაც მირბოდა, გზად აფარებდა ხალხი თავს.
მანქანის საზღვარის მხარე გადმოგვაკვეთინეს ფეხით, რადგან ჟურნალისტები ვიყავით, ბავშვებიანებთან ერთად გაგვიყვანეს, გვიანი იყო, წვიმდა და ბავშვები და დედა ბებიები გადადიოდნენ ეტლებით და ბარგით, ერთი სანის ხნის გოგო სულ გაყინული იყო, მიუხედავად იმისა რომ
კომბინიზონი ეცვა
მერე ჩაგვსვეს ავტობუსში რომელიც მიდოდა ლტოლვილების ბანაკში, იქ წარმოუდგენელი ამბავია ხალხო, ფოტოების და ვიდეო გადაღება აკრძალულია, იქ ადამიანებს ძინავთ ლეიბებზე, ორი დღე ჩერდებიან და მერე ანაწილებენ სხვადასხვა ქვეყანაში.
ქართველი მოხალისეები შეგვხდნენ ქუთაისისდან, ძალიან გაგვიხარდა, მათაც და ჩვენც, ცოტა ხანი დავრჩით, ჩაი დაგვალევინეს და დაგვეხმარნენ ტაქისის გამოძახებაში, ჩვენით ვერ ვიზამდით, რომ წავსულიყავით რჟეშოვში. ღამე იქ გავათენეთ და ახლა ჩამოვფრინდით ვარშავაში, ხვალ გამთენიას თბილისში ვიქნებით .
ეს იყო სრული სიგიჟის 10 დღე, კიდევ ვერ ვაანალიზებ და მგონია 10 თვე გავიდა, იმდენი რამე მოხდა. ლვოვის დაბომბვამ სრულიად მოგვშალა იმდენად არ ველოდით, ცარიელი კიევიდან ჩამოსულები კაფეში ვიჯექით, სავსე ხალხი ქუჩებში, ღია მაღაზიები, კაფეები და უცებ ეს ხმა.”
კომენტარები