“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
“ქართული მარშის საგანგებო განცხადება
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ,რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგეს იქნება გამოუსწორებელი დანაშაული, რომელსაც ქართველი ერი არავის აპატიებს
ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა დამსჯელი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ერის მოთხოვნა და შეაჩეროს ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში
საკუთარ ხალხთან პოლიციის ძალით მოქმედება არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რიონის ხეობიდან სასწრაფო წესით გაყვანილ უნდა იქნას ძალოვანი სტრუქტურები და დაიწყოს დიალოგი რიონის ხეობის მცველებთან
წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგებს, რომელზეც ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი“
კომენტარები