“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა.
“აქ, ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, იმიტომ,რომ დახურულ სივრცეში საშიშროება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი სისულელე გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, თავისივე ნანგრევებში მოყვებიან, მაგრამ ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყანაში. ძალის გამოყენებას რაც შეეხება, აქ გაბედვაზე არ არის საქმე, ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება. გამბედაობას ჭკუაც სჭირდება და უგუნურება სხვა რამეა”
კომენტარები