კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტის იმ ვერსიას, სადაც ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქირებას ითხოვენ, ეხმაურებ და ამბობს:
“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია. ამ რეზოლუციით უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ცხადია, ეს პროცესი მოითხოვს, მათ შორის, რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირებას, რომლებმაც ქართველ ხალხს წაართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება და კონსტიტუცია.
რეზოლუციას ევროპარლამენტი განიხილავს მომავალ კვირას და მიიღებს. ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, რომ ევროპა არ აპირებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას”.
სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოზე – მედის
კომენტარები