ეკა ბესელია, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ჩვენვე უნდა შევცვალოთ რეალობა, ეს არის თავმოყვარეობის და ღირსების საკითხი.
ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც შეუძლია დააბრალოს დაზარალებულს, რომ თვითონ გახდა დაზარალებული, რომ შენ მოიკალი შენი თავი, რომ შენ ხარ დამნაშავე იმაში რა მდგომარეობაშიც ხარ. ეს ბინძური მეთოდები, რომლებიც გადმოიღეს რაღაცა ახალი ტექნოლოგიებით, გაამრავლეს. ეს არის ხელისუფლება, რომელთანაც მე არ მინდა რამე საერთო მქონდეს.
მე პირადად მგონია, რომ თავად ვერ გრძნობენ, გუშინ ვოლსკის რუსთავი2-ის ეთერში რომ ვუყურე, ჰგონია, რომ ამ ჟურნალისტის უფროსია, განცდა არ აქვს რომ მსახურია, რომ იგრძნოს პასუხისმგებლობა, ტონს დაუწიოს. ან კობახიძის გუშინდელი გამოხტომები, ჭუტა წერეთელს, როგორი სიტყვებით იხსენიებდა, ეს ადამიანი იყო პარლამენტის თავმჯდომარე…
არის რაღაცეები რისი პატიება არ შეიძლება… ყველა იარლიყები, რომ მაგალითად, ყველა ის ხალხია ქუჩაში, ვისაც არ უყვარს ეკლესია, ვისაც არ უყვარს პატრიარქი, ვისაც არ უყვარს სამშობლო – ეს არის სიყალბე და ფარისევლობა. იმ ადამიანებს არც ადამიანი უყვართ, არც სამშობლო, არც ეკლესია, არავინ უყვართ საკუთარი კომფორტის და სკამის გარდა.”
კომენტარები