დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი, “იმედთან” ამბობს:
“მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მიდიოდა პოლიტიკიდან თქვა, რომ ქვეყანა უნდა ინგრეოდეს, მე რომ კიდევ დავბრუნდეო და ინგრევა ქვეყანა, არ რა არის? ევროპაში ომია, საქართველოს წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ჩემი აზრით მართლა ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მართლა შეძლებს ადეპუატყმ 6 თვის გატარების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. კი, მე ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ წაყენებულ რეკომენდაციებში სულ მცირე 1 პუნქტით ნაკლები იქნებოდა.
ის ავტომატურად არის პოლიტიკაში. მეორე საკითხია, რა ფორმას ირჩევს პოლიტიკაში ყოფნის. და ის ფორმა, რაც ახლა აქვს არჩეული, ჩემი აზრით უკვე სარისკო გახდა, მათ შორის მისი უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის“
კომენტარები