ეკონომისტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჯერ არ ვიცით რა მოხდა, რატომ მოხდა ჩხუბი და გამოეყარნენ აქ და პოლიტიკურიო და ჯალათებიო.
ეს მართლა ჯალათები რომ ვინმეზე ხმას ამოიღებენ, ეს სულით და ხორცით მანიაკები ესენი!!!
რა თქმა უნდა ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ არავინ ვიცით რა მოხდა, იქნებ უბნელებთან მოუვიდა რამე, იქნებ თავისიანებთან და ა.შ. .. . . .
მოკლედ, ცოტა აზრზე მოდით რა!!!”
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ლაშა ცუცქირიძე საკუთარი სახლის წინ, ცოლის და დის თვალწინ, სცემეს, თვითმხილველების თქმით, იგი სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა.
კომენტარები