სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომ მარნეულში ქელეხის სუფრის მონაწილეებმა პოლიციას წინააღmდეგობა გაუწიეს, თუმცა მარნეულის მერის განცხადებით, ვიდეო არ არის დღევანდელი და არც მარნეულში მომხდარა მსგავსი რამ.
“ეს კადრები არ არის მარნეულიდან და არც დღევანდელია!!! გუშინ, 22 მარტს გარდაბანში, მეშვიდე არხის დასახლებაში, ერთ-ერთ ოჯახს ჰქონდა სურვილი გაეშალა სუფრა ეზოში მდებარე ფარეხში, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციამ ამისი უფლება არ მისცა, რის გამოც მოხდა მცირე შელაპარაკება (მეზობელთან). სიტუაცია მალევე განიმუხტა. ყველა მედიასაშუალებას უმორჩილესად ვთხოვ, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას!”- აცხადებს ზაურ დარგალი.
კომენტარები