ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან:
“სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა”, “მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი”, “რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ”, “მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რონლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს”, “ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი”. “დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით”
ყველაფერი ნათელია!”
კომენტარები