“გირჩის” დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე:
“დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე (რომ იცოდეთ რაზეა საუბარი):
მოკლე შინაარსი არის ეს:
ოლიგარქის დეფინიცია – ამ ოთხიდან მინიმუმ სამს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა
2. მედია საშუალებაზე მნიშვნელოვანი გავლენა
3. რაიმე სფეროში ბაზარზე დომინანტი მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში
4. აქტივები საარსებო მინიმუმზე 1,000,000-ჯერ მეტი
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად ითვლება:
1. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი
2. ასეთი პირის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი
3. პოლიტიკური პარტიის მართვის ორგანოში თანამდებობის პირი
4. პოლიტიკური პარტიის, პარტიის აქტივობების, კამპანიის, შეკრების, დემონსტრაციის დამფინანსებელი
მედია საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენად ითვლება:
1. მედია საშუალების მესაკუთრე ან მესაკუთრის ბენეფიციარი
2. მედია საშუალების ან მედია საშუალების მესაკუთრის მაკონტროლებელი
3. ამ ორიდან რომელიმე სტატუსი ჰქონდა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის (ანუ, ახლა თუ შეიცვლის სტატუსს, მაინც ოლიგარქად ჩათვლიან)
ოლიგარქად ცნობა ხდება პარლამენტის მიერ და ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ
პარლამენტის აპარატი ადგენს ოლიგარქთა რეესტრს
ოლიგარქად შერაცხულს ეკრძალება:
1. პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდაჭერა რაიმე ფორმით (ფულადი თუ არაფულადი)
2. მსხვილი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა
თუ სრულიად დაცლილი არ ხარ ინტელექტისგან და/ან სინდისისგან, გასაგებია, რომ ეს კანონი:
1. არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს
2. შეახებენ ნებისმიერს, ვინც გადაწყვეტს ოპოზიციის, რაიმე პროტესტის, რაიმე დემონსტრაციის მხარდაჭერას
უკრაინისგან აპირებენ გადმოღებას, ოღონდ გამოყენება ექნება რუსული
ეს კანონპროექტი არის ბიძინას საშვილიშვილოდ ხელისუფლებაში დატოვების კანონპროექტი
დასავლეთი ამას არ ჭამს, შესაბამისად არანაირი წინსვლა არ იქნება ევროკავშირის მიმართულებით, საწინააღმდეგოსი ვისაც გჯერათ, დროა გაიღვიძოთ
ვისაც კიდევ არ გეჩქარებათ ამათი დროზე გაშვება – ამ კანონის მიღების მერე ამის გაკეთება კიდევ უფრო რთული იქნება
ვისაც გეჩქარებათ, აქ შემოგვიერთდით: https://t.me/+Jj3t-Rd7CG8wNmIy ”
კომენტარები