ლიკა გამრეკელი:
“ვისაუბროთ მაჟორიტარ კანდიდატებზე, ბევრი ვისაუბროთ, რომ ხალხმა გაიგოს ვის ირჩევს!
ლევან ჯაფარიძე უკეთილშობილესი ადამიანია.
მახსოვს როცა დედა მყავდა ცუდად და ლევანმა გაიგო, ძალიან მისაყვედურა, როგორ არ დარეკეო?!
როგორ არ ვიცოდიო?!
მე თუ ვერ, სხვას ხომ მაინც გამოვუშვებდი მარტო როგორ დაგტოვებდიო?!
კარგი მე მეგობარი ვარ მაგრამ სრულიად უცხო ადამიანები იცით როგორ სტკივა?
გახსოვთ ალბათ, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, როცა მომავალმა მანქანამ რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოდა ეს კაცი და კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, იმ წამსვე გაჩდნენ საავადმყოფოში და იდგნენ იქ სანამ ყველა პაციენტის მდგომარეობა თავის ყურით არ მოისმინეს.
ასევე მახსოვს, როგორ ოჯახის წევრივით, განიცადეს ეს ტრაგედია, როგორი დათრგუნულები იყვნენ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემთვის მეგობრები, სხვისთვის უცხო ადამიანები არიან და მინდა იცოდეთ, ვინც არ იცით როგორი არსებული მაჟორიტარი და კანდიდატი გყავთ კრწანისელებო!
ლევან ჯაფარიძე, განიცდის ყველა ადამიანის განსაცდელს, ისე თითქოს მისი ტვირთია და ცდილობს გადაატანინოს ისე, თითქოს ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა!
მთელი ბავშვობა, სკოლის პერიოდი, გავატარე ამ უბანში და დღეს ვხედავ რამდენი რამე შეიცვალა, ერთი რაც არ იცვლება ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაა, რასაც თბილი-სიყვარული ჰქვია!
ლევანი ნაღდი თბილისელი კაცია, რომელიც თავისი დამოკიდებულებით ალამაზებს და უკეთესობისკენ ცვლის კრწანისის უძველეს უბანს!”
კომენტარები