ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ დღეს მე და ამ ბიჭმა ჯვარი დავიწერეთ
საუკეთესო წლები მაჩუქა.
გავიცანი ძალიან უცნაურად
საჯარო ბიბლიოთეკის კატალოგისტმა, თინამ მითხრა ,ერთი მკითხველი უნდა გაგაცნო – შენ რომ აბრუნებ წიგნებს, მას მიაქვს და ის რომ ტოვებს, შენ ელოდები. ხანდახან თქვენი ჩანიშნული გვერდებიც კი ემთხვევა ერთმანეთსო.
თინა, სისხლძარღვიანად წიგნის მტვრის სურნელიანი ბიბლიოთეკარი იყო, ასეთობები არ ეშლებოდა დ ა ერთ დღეს გამაცნო.
ეს ის დროა ინდოეთს და ვივეკანადას ჯერ კიდევ რომენ როლანის წიგნებიდან რომ ვეცნობით და პრაბხუბადას ვაიშნავურ ფილოსოფიაზე ჯერ კიდევ არაფერი ვიცით.. მაგრამ ძალიან მალე გვეცოდინება, არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის მერე ???
ბიჭი, რომელიც დინოზავრი იყო..
ამ ტიპის ადამიანები დედამიწაზე გავლით არიან..
ივან და მარიები მომიტანა თუ მე მქონდა არ მახსოვს.
აკაციის ხის ქვეშ ვიდექით, საჯარო ბიბლიოთეკის წინ დ ა ვუთხარი, რომ ამ ყვავილების ფერები ისე გადადის ერთმანეთში, არ წუხდებიან, მშვიდობიანი გადასვლები აქვთ-თქო..
გაოგნებული მიყურებდა თვისი ფართო თვალებით და მითხრა – ეს ის ცოდნაა, ტყულად არავის რომ არ ეძლევაო.
მერე იყო წერილები
შენი ქარიშხლის შემდეგ ოკეანის ტალღებზე დალეწილი გემის ნაფოტი ხარ
1000 წელი ვიცხოვრებდი კიდევ ჯოჯოხეთში ოღონდ უშენოდ გატარებული წლები შემევსო,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ – ანატომიის სახელმძღვანელოში კანგაცლილი კაცის ტანჯვაა შენი სიყვარული.
სულ ეშინოდა რომ მივატოვებდი
და დამასწროო,
თვითონ წავიდა
მართალია სხვა, ძალიან ლამაზ და საინტერესო გოგოსთან, რომელზეც მითხრა რომ ჩვენიანია…
დიდხანს არ მიდარდია, იმიტომ რომ
მეწყინა!
მაგრამ მან თქვა ფრაზა – ანა, მას შენი სურნელი აქვს და ჩვენიანია.
თავად სრულიად ჩემიანი, ჩემიანთან წავიდა..
ეს კაცი კინოს გავდა,
ეს კაცი გავდა კინოს!”
კომენტარები