საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:
„ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასოცირების კომისიის სხდომა და დღეს განსხვავებულს ალბათ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ახლა შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, საქართველოს მკაფიო გზა აქვს. ახლა ქართველი ხალხი უნდა იდგეს ერთად ამ გზის მხარდასაჭერად. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საქმე, ეს ხალხის საქმეცაა. ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველამ უნდა იმუშაოს, მაშინ გზა უფრო გაიოლდება. ესაა ჩემი რეკომენდაცია“
სტრასბურგში, ევროპარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნა, სადაც ქართველი დეპუტატებიც იმყოფებიან.
კომენტარები