ისტორიკოსი, კალიგრაფისტი, ნესტან ბეგაური:
მეგობრებო!
ან ყოფილო მეგობრებო!!!
დუმილით უთხრით სამარეს!!!
დღეს, 4 პოლიციელს ჰყავდა გაჩერებული 2 თინეიჯერი!!!
ხელში ორივე მოზარდს ხელში (ვიმეორებ, ხელში და არა ჩანთაში
) ეჭირა წიგნები და რვეულები…
მივაყურადე ჯერ შორიახლოს…
პოლიციელების ფრაზები: “რამე საეჭვო გაქვთ?…” “სად მიდიხართ?…” “უნდა გაგჩხრიკოთ!…”
… და დაუწყეს ხელების ფათური!!!მივედი: “რას ჩადიხართ?!.. წიგნებით ხელში ახალგაზრდებს რა შეატყვეთ?!… ოპერატიული ინფორმაცია გაქვ თუ გონივრული ეჭვი?!”…
მიყვირეს!!!
რა გვარი ხარო?… მოვახსენე…
მოწმედ რომ დაგიბარებთ, მოხვალო?… (საწყალობლები, ყველა მათსავით ლაჩარი ჰგონიათ!)…
ვედავე… სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდი…
ეს ხდებოდა დღეს, 11-ის ნახევარზე… ქალაქის ცენტრში… თავისუფლების მეტროდან ამოსვლისთანავე…
“გალერეა თბილისის” ზუსტად შესასვლელთან!!!
ხვალ თქვენი შვილი აღმოჩნდება ამ დღეში!!!!!!!!

კომენტარები