ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გადაცემაში “ღამის მთავარი” აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზოგადოების ნდობა აქვს დაკარგული. მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
“მე მოხარული ვარ, რომ მთელი ოპოზიცია და საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამ ხელისუფლების არსებობა ხელისუფლებაში პრობლემებს უქმნის ქვეყანას. ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით, ყველაფერი ჩაივლის ძალიან წყნარად, ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილება მიღებული. მე ვიქნები ძალიან აქტიური მონაწილე ამ პროცესებში, მაგრამ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი და არ მექნება პირადი ინტერესები”.
კომენტარები