ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე:
“პრინციპში ძალიან ძნელია სერიოზულად იფიქრო ნაცმოძრაობის და მისი უცხოელი მხარდამჭერების ბოლოდროინდელ ქმედებებსა, თუ განცხადებებზე, მაგრამ ვეცდები.
ნაცებმა სხვადასხვა იდიოტური გამოხტომების მიუხედავად (“მიკროფონების რევოლუცია”, “რეფერენდუმი” დ.ა.შ.) დაინახეს, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების კი არა, საერთოდ რაიმე წარმატების მიღწევის შანსი ნულის ტოლი აქვთ და გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელსაც მაქსიმალურად არღვევდნენ და აიგნორებდნენ.
არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ დღეს ეს ხელმოწერა არამც თუ დაგვიანებულია, არამედ შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ დოკუმენტს მიერთებული სუბიექტების, ასევე საქართველოს მოსახლეობის მიმართაც.
ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ – ქართულმა ოცნებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო სტაბილურობა, მომხდარიყო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება და ამისთვის ზოგიერთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც წავიდა.
ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ჩათვალეს, რომ დათმობები ოცნების სისუსტის მაჩვენებელი იყო, რაც ასე არ აღმოჩნდა.
პირიქით – როგორც ვხედავთ ზოგიერთ საკითხში უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი ყოფილა და რამდენი არზა და უსტარიც არ უნდა აფრინონ ნაცებმა თავიანთ ლობისტებთან, თუ დასავლური ინსტიტუტების გავლენიან ლიდერებთან, ის მოთხოვნები, რაც სურთ არ შესრულდება.
კიდევ მეტსაც ვიტყვი – ერთი ადგილის ასეთი თამაშით ნაცებმა ყველას დაანახეს, რომ ისინი არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ და მათი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა”
კომენტარები