ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“კანონი რომ უკან გაიწვიეს, ვიფიქრე, გონივრულად მოიქცნენ, დროულად გაითვალისწინეს, რომ ყოველდღიურად მზარდი პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყომეთქი. ახლა კი რა ხდება, ერთხელ ჩავსქროლე და ვხედავ სტატუსებს – დაუწყიათ თავდასხმები ცოდნის კაფეზე, დათო ტურაშვილზე, გიორგი კეკელიძეზე (“ერის” სახელით ხელმოწერებს აგროვებენ თურმე, რომ ბიბლიოთეკიდან გააგდონ ადამიანი, რომელსაც ამდენი და ასე კარგად უკეთებია), დათო გორგილაძეზე…….
ეს ხომ აუცილებლად პროტესტის ახალ ტალღას გამოიწვევს, თანაც შეუქცევადს. ძალიან მაგონებს 90-იანების განხეთქილების დასაწყისს. მაშინ ინტერნეტი არ იყო, ტროლები დღე და ღამე სატელეფონო ტერორს უწყობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, რომ მაქსიმალური მტრობა გაეჩინათ. შემდეგ რა მოხდა, ყველას გახსოვთ.”
კომენტარები