ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ჩემი აზრით, ახლა მთავარი კითხვები საქართველოს ხელისუფლებისადმი უნდა იყოს: 1. გვქონდა თუ არა წინმსწრებად ინფორმაცია რომ ლუკაშენკას ვიზიტი იგეგმებოდა აფხაზეთში (ბელორუსის უსაფრთხოების სამსახური, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, ვალდებული იყო ინფორმაცია მოეცა) : 2 თუ გვქონდა, რა ტიპის პრევენციული ღონისძიებები გატარდა, ბელორუსიისის სახელმწიფოსთან, რომ ეს ვიზიტი არ შემგარიყო( საგარეო დაზვერვის, საგარაეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ) 3. თუ წინმსწრები ინფორმაცია არ გვქონდა, აგებენ თუ არა ამზე პასუხს უსაფრთხოების, საგარეო დაზვერვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მესვეურები ჩავარდნილი სამუშაოს გამო; და აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო მინიმუმ ელჩის გამოწვევას ბელორუსიიდან? ამ კითხვებს მე არ უნდა ვსვამდე, ეს კითხვები გუშინ ჩვენ ოპოზიციას უნდა დაესვა და მოეთხოვა ლილუაშვილის და საგარეო დაზვერვის უფროსის (გვარი არ ვიცი ) დაბარება პარლამენტში. და ხელისუფლების სამახსოვროდ : თუ ვერ ხვდებით , აგიხსნით, რომ თქვენი მეგობარი ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში ნიშნავს, რომ 10 წლის განმავლობაში თქვენი პოლიტიკის ყველაზე ამაზრზენი ნაწილის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ან ვერ აიიცილა თავიიდან, გამო ბუმერანგი უკვე ჰაერში ტრიალებს და ნებისმიერ დროს შეიძლება თავში მოგხვდეთ.”
კომენტარები