აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
„Regeneron-ის ანტისხეულების კოქტეილი რამდენიმე თვე იცავს ადამიანს კოვიდით ავადობისგან. იქნებ, ეს მაინც იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ უკვე დიდიხანია ვიყენებთ რუტინულად. თავიდან გამოიყენებოდა უკვე ინფიცირებულებში, რისკის ჯგუფებიდან. დღესდღეობით ვიყენებთ იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადამიანი ამბობს რომ მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.
საჭიროა მხოლოდ ერთადერთი დოზის ინტრავენური გადასხმა. ჩვენთან ეს ხდება ემერჯენსი რუმში. ინფუზიას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება და პაციენტი ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ეწერება სახლში. პრეპარატს აქვს საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი და ამავე დროს მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. პირველი კვლევები აჩვენებდა, რომ კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებას უშლიდა ხელს. ახლა საუბარია იმაზე რომ ინფიცირებისგანაც იცავს. იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას სისხლიანი ბანერების ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს.
P.S. და კიდევ, რაც მთავარია, სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ მათ ვინც სეირის საყურებლად მისჩერებიხართ, ადამიანის წამებით სავსე, ყველა შესაძლო სივრცეს…“
კომენტარები