ამერიკის ელჩმა დღეს „ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ დაფინანსებას ამერიკიდან არასამთავრობოები იღებენ და მათ უნდა იდარდონ ამის თაობაზე და ასევე უპასუხა „ხალხის ძალის“ ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც ენჯეოებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ და განაცხადა:
“ეს მაგონებს კრემლის სახელმწიფო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერსებში. მე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქააქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, იმიტომ, რომ ბევრმა მმართველმა პარტიის წევრმა საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაიწყეს.”
კომენტარები